24.4.25

რატომ უნდა გქონდეთ ვებსაიტი? – 6 არგუმენტი თქვენი წარმატებისთვის


ციფრულ ეპოქაში ბიზნესის ან პერსონალური პროექტის ონლაინ არსებობა აუცილებელია. თუ ჯერ კიდევ ფიქრობ, ღირს თუ არა ვებსაიტის დამზადება თქვენი ბიზნესისთვის, ვეცდები 6 არგუმენტით (არ ვიცი რატომ 6 მაგრამ 6) დავიცვა ჩემი პოზიცია და დაგარწმუნოთ, თუ რატომ უნდა დაიწყოთ ვებსაიტის დამზადებაზე ფიქრი - დღესვე.

1. სანდოობა და პროფესიონალიზმი

ვებსაიტი მომხმარებელში სერიოზული და სტაბილური ბრენდის იმიჯს აყალიბებს. როცა მომხმარებელს მარტივად შეუძლია ინფორმაცია მოიძიოს და თქვენი პორტფოლიო ან პროდუქტი/სერვისი ნახოს – მას გაცილებით მეტი ნდობა უჩნდება. ვებსაიტის დამზადება თქვენს იმიჯზე დადებითად მოქმედებს, გარდა იმისა რომ კომერციული წარმატება მოაქვს.

2. 24/7-ზე ხელმისაწვდომი ხართ

საიტი მუშაობს მაშინაც კი, როცა თქვენ ისვენებთ. მომხმარებელს შეუძლია ნებისმიერ დროს გაიგოს თქვენს შესახებ, დაგიკავშირდეთ ან შეიძინოს პროდუქტი. თან, როგორც უორენ ბაფეტმა თქვა "If you don't find a way to make money while you sleep, you will work until you die." 

3. უკეთ იგუგლებით

სწორად ოპტიმიზირებული ვებსაიტი (SEO - Search Engine Optimization) თქვენს ბიზნესს გუგლში გამოაჩენს – ზუსტად მაშინ, როცა მომხმარებელი იმის მსგავს პროდუქტს ან მომსახურებას ეძებს, რასაც თქვენ სთავაზობთ. ეს რეკლამაზე უკეთესია, რადგან უფასოა და პირდაპირ, უკვე დაინტერესებული კლიენტი გამჩნევთ.

4. ვებსაიტზე შენ ხარ უფროსი

სოციალურ ქსელებში ალგორითმები ხშირად იცვლება. ვებსაიტი კი შენია – შენ წყვეტ, როგორ გამოჩნდეს ინფორმაცია, რა ფორმით, როგორ მიაწვდი, როგორ გამოიყურებოდეს და როგორ იმუშაოს.  ამიტომ ვებგვერდის დამზადება,  სოციალურ ქსელში გაკეთებული ბიზნეს-გვერდის კარგი ალტერნატივაა.

5. უკეთ აფასებ და აანალიზებ მონაცემებს

ვებსაიტი გაძლევს საშუალებას დააკვირდე ვიზიტორების ქცევას Google Analytics-ის ან სხვა ხელსაწყოების მეშვეობით. ასე იცი, რა მუშაობს და რა – არა.

6. კონკურენტებმა უკვე გააციფრულეს ბიზნესი

თუ აქამდე არ გაქვს ვებსაიტი, იცოდე რომ კონკურენტებთან ჩამორჩენა მხოლოდ დროის ამბავია. ვებსაიტი საშუალებას გაძლევს, შეინარჩუნო და გააფართოო შენი პოზიცია ბაზარზე.

იმედია 6 არგუმენტი საკამრისი იყო. თუ არა კიდევ 94 არგუმენტის მოყვანა შემიძლია, თუ რატომ უნდა გააციფრულოთ ბიზნესი და დღესვე დაგეგმოთ ვებსაიტის დამზადება.