19.10.11

2011 წლის ნოემბერში დედამიწას უცხოპლანეტელთა სამი ხომალდი შეეჯახება


2011 წლის ნოემბერში დედამიწას უცხოპლანეტელთა სამი ხომალდი შეეჯახება. SETI-ს მეცნიერთა მტკიცებით, ერთი მათგანი 200 მილის სიგრძის არის, ხოლო, ორი მათგანი შედარებით პატარაა.



„ამ დროისთვის ხომალდები იუპიტერის მახლობლად  მოძრაობენ. მათი სიჩქარის გათვალისწინებით, ისინი დედამიწას 2011 წელს შეეჯახებიან“, - აღნიშნულია SETI-ს განცხადებაში.

ხომალდები ალიასკაზე განლაგებულმა HAARP-ის ტიპის საძიებო სისტემამ დააფიქსირა. მეცნიერთა განცხადებით, ოპტიკური ტელესკოპით ხომალდების დანახვა მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც ხომალდები მარსის ორბიტაში შევლენ.

SETI-მ  აშშ-ის ხელისუფლებას ამის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა. თუმცა, Wikileaks-ის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ NASA და ამერიკის ოფიციალური პირები სამი ხომალდის მოახლოების შესახებ ინფორმაციას მანამდეც ფლობდნენ  და მათთან გამკლავების გეგმაზე მუშაობენ.