16.10.11

გაერო და ვატიკანი უცხოპლანეტელთა შემოჭრის საფრთხეს აღიარებენ


უცხოპლანეტელთა არსებობისა და მათი დედამიწაზე შემოჭრის თემას გაერო და ვატიკანი აგრძელებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, უცხოპლანეტელების საკითხთან დაკავშირებით, ოფიციალური წარმომადგენლობა შეიქმნა, რომელსაც მალაიზიელი ასტროფიზიკოსი მაზლან ოტმანი ჩაუდგა სათავეში. უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ, კონკრეტულად რა საკითხებს იკვლევს ეს წარმომადგენლობა, ჯერჯერობით, დაუდგენელია.

„კოსმოსის სიღრმეში, თითქმის ყოველ წელს ხდება ახალი პლანეტების აღმოჩენა, თანაც სიცოცხლისათვის აუცილებელი პირობებით. ჩვენ არ გამოვრიცხავთ, რომ ამ პლანეტებიდან, ერთ დღესაც, კაცობრიობა სიგნალებს მიიღებს. როდესაც ეს მოხდება, ჩვენ საკითხის ყველა მხარის გათვალისწინებით, კოორდინირებულ პასუხს გავცემთ მათ“, განაცხადა მაზლან ოტმანმა.
ოფიციალურ პრესრელიზში განმარტებულია, რომ უცხოპლანეტელების საკითხზე მომუშავე ჯგუფი, პლანეტა გლიზე 581–ის აღმოჩენის შემდეგ შეიქმნა. ვარაუდობენ, რომ აღნიშნულ პლანეტაზე სიცოცხლეა. გლიზე 581–მდე, დედამიწას სინათლის ოცი წელიწადი აშორებს.
მისი მონაცემები ძალიან წააგავს დედამიწისას. გლიზე 581–ის დიამეტრი, დედამიწისაზე, მხოლოდ 1,2–ჯერ დიდია. ისიც თავისი ვარსკვლავისგან სწორედ იმ მანძილით არის დაშორებული, რა მანძილიც დედამიწას და მზეს აშორებთ. გლიზე 581–ზე არის სხვადასხვა პოლუსები, ერთ პოლუსზე თუ ძალიან დაბალი ტემპერატურაა, ეკვადორზე 20 გრადუსი სითბოა. პლანეტა პირველად კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორმა სტივებ ვოგტმა აღმოაჩინა, რომელიც ირწმუნება, რომ ამ პლანეტაზე სიცოცხლეა.
ამ ამბის გახმაურებიდან მეორე დღეს, ბრიტანულ პრესაში, გამოქვეყნდა ინტერვიუ დასავლეთ სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომ რაგბირ ბატალთან. ეს პიროვნება საერთაშორისო ორგანიზაცია SETI–ში მუშაობს. ეს ის ორგანიზაციაა, რომელზეც უცხოპლანეტელებთან დაკავშირებულ წინა სტატიაში ვწერდით და რომელიც სხვა პლანეტებზე სიცოცხლისა და ცივილიზაციების არსებობას იკვლევს.
ბატალის განცხადებით,მან ჯერ კიდევ 2007 წელს დააფიქსირა უცნაური მანათობელი სიგნალი გლიზე–581–ის სისტემიდან. „სიგნალი ძალიან მკვეთრი იყო და ლაზერის შუქს წააგავდა. ჩვენ სწორედ ასეთ სიგნალებს ვეძებთ, რამდენადაც სრულიად შესაძლებელია, რომ კოსმოსური ცივილიზაციები ერთმანეთთან ამგვარად  ახორციელებდნენ კავშირს“ – განაცხადა ბატალმა. მსგავსი ნათება, მას შემდეგ აღარ შეუნიშნავთ.
ასტრონომთა ერთი ჯგუფი მიიჩნევს, რომ გაეროს მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნა, მხოლოდ ამ ერთ პლანეტას არ უკავშირდება და მთავარი ფაქტორი, რამაც გაერთიანებული ერების საერთაშორისო ორგანიზაციას ამგვარი ნაბიჯი გადაადგმევინა, ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია SETI–ის მიერ აღმოჩენილი სამი გიგანტური ხომალდია, რომლებიც დედამიწის მიმართულებით, ასტეროიდებისა და კომეტებისაგან განსხვავებით, ანომალიურად დიდი სიჩქარით მოფრინავენ.
როგორც SETI–ის მეცნიერები ირწმუნებიან, ეს ხომალდები ამჟამად პლუტონის ორბიტაზე არიან. „მათ შესახებ,  NASA–სთვის უკვე ორ წელიწადზე მეტია ცნობილია  და ისინი მართლა არსებობენ. თუმცა, NASA–ს არ უნდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება, მაგრამ გაეროსა და სხვადასხვა ხელისუფლებებისათვის ცნობილია, რომ ეს უცხოპლანეტელთა ვარსკვლავთმფრენებია და ისინი დედამიწისაკენ მოემართებიან“ – აცხადებენ SETI–ის მკვლევარები.
ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებული სკანდალი იმდენად ხმაურიანი აღმოჩნდა, რომ მას არა მხოლოდ გაერო, არამედ ვატიკანიც გამოეხმაურა. „თუ დედამიწის გარდა, მართლაც ცხოვრობენ არამიწიერი არსებები, მაშინ ჩვენ ისინი ისე უნდა მივიღოთ, როგორც ჩვენი ძმები და ღმერთის ქმნილებები. უცხოპლანეტელთა არსებობა, არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, იესო ქრისტე ხომ არა მხოლოდ დედამიწის, არამედ სრულიად სამყაროს მხსნელია“– განაცხადა ვატიკანის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორმა ხოსე გაბრიელ ფუნესმა. საფიქრებელია, რომ უცხოპლანატელთა არსებობის შესახებ, კათოლიკური ეკლესიის პოზიციის ცვლილება, ვატიკანის ობსერვატორიიდან დამადასტურებელი ცნობების მიღებამ გამოიწვია.

წყარო: http://globalist.org.ua/shorts/79637.html