15.10.11

თქვენი პერსონალური თანაგზავრი - მხოლოდ 300 დოლარად

Cornell-ის უნივერსიტეტის სტუდენტმა - ზაკ მანჩესტერმა მინიატურული თანამგზავრი შეიმუშავა. მას KickSat ეწოდება. მისი საშუალებით, ახლა უკვე ნებისმიერს შეუძლია ორბიტაზე საკუთარი თანამგზავრის გაშვება და კოსმოსიდან მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სიგნალის მიღება. 


ჩიპი მზის ელემენტითა და რადიოთია აღჭურვილი. მინიატურული სატელიტი მფლობელებს ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილს, მაგალითად ინიციალებს მიაწვდის.

KickSat-ს მისი ადგილმდებარეობის გამო დიდხანს არსებობა არ შეუძლია, ის ორბიტაზე განთავსებიდან რამდენიმე დღეში, ცხელი მასების ზემოქმედებით დაიწვება.

მინიატურული კოსმიური აპარატი მსურველს 300 დოლარი დაუჯდება.

პერსონალური თანამგზავრის წარმოება 30-მა ადამიანმა დააფინანსა. ზაკის განცხადებით, KickSat-ის ტესტირებისთვის მას მინიმუმ 100 სპონსორი სჭირდება და ვარაუდობს, რომ ამის შემდეგ NASA-სთან თანამშრომლობას შეძლებს.

KickSat-ი ორბიტაზე 2012 წლის გაზაფხულზე აღმოჩნდება.

მოზმადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.