21.10.11

უცხოპლანეტელთა სასაფლაო

ანთროპოლოგთა გუნდმა აფრიკაში, რუანდის ჯუნგლების კვლევისას საიდუმლო სასაფლაო  იპოვა. მეცნიერებს თავიდან ეგონათ, რომ უძველესი ხალხის სამარხს წააწყდნენ, მაგრამ გათხრებმა ცხადი გახადა, რომ ნაპოვნი არსებები ადამიანები არ იყვნენ.

სამარხი 500 წელზე მეტი ხნის დამარხულთა კარგად შემონახული 200–ზე მეტი გვამი აღმოჩნდა. სასაფლაო "საძმოა", – გვიამბობს შვეიცარიელი ანთროპოლოგი დოქტორი ჰიუგო ჩაილზი, – ისინი ძალიან მაღლები (2.13–სმ) არიან. მეტისმეტად დიდი თავი აქვთ, ძნელი აღსადგენია რა ადგილზე ჰქონდათ პირი, თვალები, ცხვირი. ალბათ ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და მოძრაობდნენ ტელეპათიურად, იყენებდნენ ბგერით ტალღებს ან სხვა რადარებს. შესაძლოა, უცხოპლანეტელთა დესანტები იყვნენ და დედამიწაზე გადმოსხდომის დროს შეეჯახნენ სასიკვდილო ვირუსს. ჩანს, უცხოპლანეტელებს არ გააჩნიათ იმუნიტეტი დედამიწაზე არსებული დაავადებების მიმართ და ჩვეულებრივი ვირუსიც კი მათთვის დამღუპველი გახდა.
ჩანს, უკან დანარჩენები გაფრინდნენ, რადგან სამარხის სიახლოვეს არანაირი ტექნიკის კვალი არ აღინიშნება.

მეცნიერები ხშირად პოულობენ უძველეს მუმიებსა და ჩონჩხებს – რომლებიც არც ადამიანებს ეკუთვნით, არც მათ წინაპრებს. სპეციალისტთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ ესენი არიან უძველესი გენეტიკური მახინჯები ან უცხოპლანეტელები.