15.10.11

ამერიკელმა პედაგოგმა დედამიწას 1 წუთში შემოუარა

ამერიკელმა მასწავლებელმა ჯეიმს დრეიკმა უნიკალური ვიდეორგოლი შექმნა, რომელიც მაყურებელს საშუალებას აძლევს, დედამიწას შემოუაროს.

ვიდეორგოლი საერთაშორისო კოსმოსური თანამგზავრიდან გადაღებული კადრების მონტაჟით შეიქმნა, რისთვისაც ენთუზიასტმა პედაგოგმა 600 კადრი გამოიყენა. კოსმოსიდან გადაღებული დედამიწის კონტინენტების გამოსახულებების შეერთებით დრეიკმა 1 წუთში შემოუარა დედამიწას.




ფრანგი მწერლის, ფილიას ფოგის გმირისგან განსხვავებით, რომელმაც მსოფლიოს შემოვლას 80 დღე მოანდომა, დრეიკმა უახლესი ტექნოლოგიების წყალობით, ეს 60 წამში შეძლო. 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პედაგოგმა მხოლოდ ის კადრები გამოიყენა, რომლებიც ინტერნეტში ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია. სერვერ YouTube-ზე განთავსებულმა მისმა ინოვაციურმა ვიდეომ 4 დღის განმავლობაში 340 ათასი მნახველი მიიზიდა. 

ინტერნეტარქივში თანამგზავრიდან გადაღებული დედამიწის მილიონზე მეტი კადრი არსებობს. ამ დროისთვის საერთაშორისო თანამგზავრზე 3 ასტრონავტი იმყოფება - რუსი, იაპონელი და ამერიკელი. ისინი ორბიტაზე ივნისში გავიდნენ და ნოემბრამდე დარჩებიან. ასტრონავტები ადამიანის ორგანიზმზე გრავიტაციის ზემოქმედებას სწავლობენ.  კოსმოსურ სადგურზე ბიოლოგიასა და ფიზიკაში სამეცნიერო ექსპერიმენტებიც ტარდება. რუსი კოსმონავტი, სერგეი ვოლკოვი კოსმოსურ სადგურში ბოსტნეულის, კიტრისა და პომიდვრის მოყვანას ცდილობს. 


მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით