ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჯაშუში-თანამგზავრების წყალობით, უნიკალური სერვისი გახდება ხელმისაწვდომი - საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დედამიწისკენ მიმართული web-კამერები დამონტაჟდება, რომლებიც ინტერნეტში HD-გარჩევადობის უწყვეტ ვიდეომასალას გადასცემს. ვიდეოგამოსახულების ერთი ფიქსელი ერთი კვ.მ-ის ზედაპირის ექვივალენტური იქნება.
უნიკალურ მედიაპროექტში, რომელიც 2012 წელს ამუშავდება, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და კანადა მონაწილეობენ.
კამერებით მიღებული გამოსახულება მთელ მსოფლიოში განლაგებულ მიწისზედა სადგურებს დაეგზავნება, შემდეგ კი ვებ-პლატფორმა UrtheCast-ის მეშვეობით ინტერნეტით პირდაპირ ეთერში გადაიცემა. როგორც ამბობენ, ახალი პროექტი Google Earth-ისა და YouTube-ის ნაერთის მსგავსი იქნება.
კამერებით მიღებული გამოსახულება ხარისხით Google Earth-ის თანამგზავრული ფოტოკამერებით გადაღებული ფოტოების იდენტური იქნება, სადაც შენობების, სატრანსპორტო საშუალებების, ადამიანებისა და ა.შ. გარჩევა თავისუფლად არის შესაძლებელი.
კანადის ქალაქ კალგარში პროექტის პრეზენტაციაზე მისმა ინიციატორებმა განაცხადეს, რომ თითოეულ ადამიანს კოსმოსიდან საკუთარი თავის დასანახად მხოლოდ მკვეთრი ფერის ტანისამოსის ჩაცმა და ღია ცის ქვეშ გამოსვლა დასჭირდება.
მომზადებულია rnd.cnews.ru-ს მიხედვით
.