22.10.11

თხის რქა


თხის რქა (ლათინურად Capricornus), სამხრეთ ნახევარსფეროს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი (ეკუთვნის ზოდიაქოს). მისი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი (თხის რქის δ) 2,8 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა.

თხის რქის სახელი მიკუთვნებული აქვს სამხრეთ ტროპიკს, რაც იმით აიხსნება, რომ შესაბამისი ასტრონომიული ტერმინოლოგიის ჩამოყალიბების ეპოქაში (2000 წლის წინათ) ზამთრის მზებუდობის დღეს მზე თხის რქის თანავარსკვლავედში იმყოფებოდა. ხილვადობის საუკეთესო პირობებია ივლის-აგვისტოში.