22.10.11

კურო



კურო (ლათინურად Taurus), ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი ცის ჩრდილოეთ ნახევარსფეროზე.
მასში ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები (ალდებარანი, ნატი, ალციონე და ξ კუროსი) შესაბამისად 0,8; 1,6; 2,9 და 3,0 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. მასშივეა ორი ვარსკვლავთა გროვა: ჰაიდები და პლეადები. დამზერისათვის საუკეთესო პირობებია ნოემბერ - დეკემბერში. ჩანს ყოფილი სსრკ მთელი ტერიტორიიდან.