უცნაურად ჟღერს, მაგრამ წარმოიდგინე... როგორი იქნებოდა, თუ უცხოპლანეტელებს საკუთარი ვებსაიტი ექნებოდათ, ის ინოვაციური და ფუტურისტული პლატფორმა იქნებოდა, რომელიც სამყაროზე მათ უნიკალურ ხედვას ასახავდა. ვებსაიტების დამზადება მათთვის არა მხოლოდ ინფორმაციის გაზიარების საშუალება იქნებოდა, არამედ საიტის დამზადება, როგორც დედამიწელებთან კომუნიკაციის დამყარების ალბათ ერთადერთი გზა.
როგორი იქნებოდა საიტის დიზაინი? (ჩემი აზრით)
მინიმალისტური და ფუტურისტული ინტერფეისი: სუფთა ხაზები, მარტივი ნავიგაცია და ინოვაციური ვიზუალური ეფექტები.
ჰოლოგრაფიული ანიმაციები: მოძრავი ფიგურები და 3D ელემენტები, რაც საიტს უფრო მრავალგანზომილებიან ხასიათს მისცემდა.
მუქი ფონები კოსმოსური თემატიკით: ვარსკვლავებით და ნისლეულებით გაფორმებული დიზაინი, რომელიც მათ პლანეტურ წარმომავლობას წარმოაჩენდა.
ფუნქციონალი და შინაარსი
დედამიწელებთან დაკავშირება სპეციალური განყოფილება, სადაც ადამიანები შეძლებენ გაგზავნონ კითხვები ან შეტყობინებები უცხოპლანეტელებისთვის (და პირიქით).
ტექნოლოგიური ბიბლიოთეკა საძიებო სისტემა, სადაც წარმოდგენილი იქნება უცხოპლანეტური გამოგონებები და მათი სამეცნიერო მიღწევები.
ტურები სხვა პლანეტებზე ინტერაქტიული რუკები და ვირტუალური ტურები, რომლებიც აჩვენებენ მათი პლანეტის გარემოს ან გალაქტიკაში მოგზაურობას.
SEO და სამიზნე აუდიტორია
თუ ასეთი საიტის Google-ის ინდექსაცია მომხდარიყო, ის საკვანძო სიტყვებით ოპტიმიზირდებოდა, როგორიცაა:
„უცხოპლანეტური კომუნიკაცია“
„კოსმოსური ცივილიზაციები“
„ტექნოლოგიური მიღწევები გალაქტიკაში“
„როგორ წავიდე მარსზე იაფად“
მოკლედ, ერთი ჩვეულებრივი უცხოპლანეტური საიტის პატარა აღწერა უფრო გამომივიდა ვიდრე ის დიდი თემა, რასაც თავიდან შევჭიდე. თუმცა... თუ აქამდე წაიკითხე და შენც გსურს, ვებსაიტის დამზადება უცხოპლანეტელების თემაზე (ან ბლოგის, როგორიც ესაა თუმცა უკეთესის), შეგიძლია მიმართო პროფესიონალებს, აი მაგალითად CONNECT.GE რომლებიც საიტის დამზადებაში საუკეთესოები არიან.