საბოლოს ეს დავწერეთ.
SEO (Search Engine Optimization) ვებსაიტის ისეთ ტექნიკურ და შინაარსობრივ გაუმჯობესებას ნიშნავს, რომელიც ხელს უწყობს მას — უკეთესად გამოჩენას Google-სა და სხვა საძიებო სისტემებში. მარტივად რომ ვთქვათ, SEO დაგეხმარება იმაში, რომ როცა ვინმე ეძებს იმას, რაც შენ გაქვს — შენც იქ იყო, პირველ გვერდზე. 😉
როგორ მუშაობს SEO?
SEO მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას:
-
საკვანძო სიტყვების (keywords) კვლევა — რას ეძებს ხალხი? ეს სიტყვები უნდა ინტეგრირდეს ვებსაიტის ტექსტებში.
-
ტექნიკური ოპტიმიზაცია — სწრაფად იტვირთება თუ არა ვებსაიტი? სწორად არის სტრუქტურირებული?
-
მობილური ვერსიის მნიშვნელობა — დღეს მომხმარებელთა დიდი ნაწილი მობილურით ეძებს ინფორმაციას.
-
ხარისხიანი შინაარსი — კარგ კონტენტს არამარტო მომხმარებელი აფასებს, არამედ Google-იც.
-
ლინკბილდინგი — რაც მეტი საიტიდან გადმოდიან შენს ვებსაიტზე, მით უფრო ავტორიტეტული ჩანს ის საძიებო სისტემისთვის.
SEO და ვებსაიტის დამზადება
მრავალი ადამიანი თვლის, რომ ვებსაიტის დამზადება ციფრულ სივრცეში თავის დასამკვიდრებლად სრულად საკმარისია. თუმცა, სიმართლე ისაა, რომ თუ ვებსაიტი არ არის ოპტიმიზირებული საძიებო სისტემებისთვის, ის შეიძლება საერთოდ არ გამოჩნდეს საძიებო სისტემებში.
ამიტომ, სწორად დაგეგმილი ვებსაიტის დამზადება უნდა დაიწყოს SEO-ზე ფიქრით. ეს ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ დიზაინის სტადიაზე უნდა გაითვალისწინო სტრუქტურა, URL-ები, კონტენტის განლაგება და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრები. მხოლოდ ასე შეიქმნება საიტი, რომელიც არამარტო ლამაზი იქნება, არამედ რეალურად მოიტანს შედეგს.
რატომ ღირს SEO-ში ინვესტირება?
-
ზრდის ტრეფიკს ორგანულად — ანუ რეკლამის გარეშე.
-
ამაღლებს ბრენდის ცნობადობას.
-
გეხმარება კონკურენტებთან გამორჩევაში.
-
ეკონომიური
გაყიდვები იზრდება..!
საბოლოოდ, ვებსაიტის დამზადება და SEO ოპტიმიზაცია უნდა იყოს ერთიანი სტრატეგიის ნაწილი. თუ გსურს, რომ შენი ბიზნესი ციფრულ სივრცეში რეალურად დაინახონ, არ უნდა გაჩერდე მხოლოდ "გვაქვს ვებსაიტი"-ზე — საჭიროა ის ვიღაცამ მართლაც იპოვოს.
ასე რომ, თუ ჩემი მეგობარივით ვებსაიტის დამზადება გაქვთ გადაწყვეტილი, კარგად დაგეგმეთ SEO სტრატეგია თავიდანვე და SEO-ში ინვესტირებისთვის ბიუჯეტი თავიდანვე გათვალეთ. იპოვეთ ისეთი კომპანია, რომელიც ამ საქმეს ხარისხიანად მოგიგვარებთ. SEO ოპტიმიზაციას გრძელვადიანი შედეგი აქვს და მსგავს საკითხზე ფულის დაზოგვა არ ღირს, ხომ იცით - ძუნწი ორჯერ იხდის.