21.10.11

ვეშაპი

ვეშაპი (ლათ. Cetus) — ცის ეკვატორთან მდებარე თანავარსკვლავედი. ის შედგება 14 ვარსკვლავისაგან. მისი ორი ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი შესაბამისად 2,0 და 2,5 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. ვეშაპის თანავარსკვლავედშია ცნობილი ცვალებადი ვარსკვლევი მირა; მთლიანად მოჩანს ყოფილ სსრკ სამხრეთ რაიონებიდან. ხილვადობის საუკეთესო პირობებია ოქტომბერში.