21.10.11

ვერძი

ვერძი (ლათინურად Aries), ზოდიაქოს ერთ-ერთი თანავარსკვლავედი. მისი ასტრონომიური Υ ნიშნით გაზაფხულის ბუნიობის წერტილსც აღნიშნავენ (ეს უკანასკნელი ანტიკურ ეპოქაში, როდესაც ძველ საბერძნეთში ასრონომიური ტერმინოლოგია ყალიბდებოდა, ვერძის თანავარსკვლავედში იყო). მასში ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავები 2 და 2,6 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. ჩანს სსრკ-ის მთელი ტერიტორიიდან. დასაკვირვებლად ყველაზე საუკეთესო პირობებია ზაფხულის მიწურულს, შემოდგომით და ზამთარში.