21.10.11

თევზი

თევზი (ლათ. Pisces), ზოდიაქოში შემავალი ერთ-ერთი თანავარსკვლავედი.შედგება ოცი ვარსკვლავისაგან. მასში 3 ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი დაახლოებით მე-4 ვიზუალური ვარსკვლავიერი სიდიდისაა. თანამედროვე ეპოქაში თევზშია გაზაფხულის ბუნიობის წერტილი. დაკვირვების საუკეთესო პირობებია სექტემბერ - ოქტომბერში. ხილვადია ყოფილი სსრკ-ის მთელი ტერიტორიიდან.