ალბათ ყველას გაგიგონიათ რა არის NASA, რა დანიშნულების და მიზნების ორგანიზაციაა. (ერთი მანდ ჩამსვა რა

5. Challenger–ის ტრაგედია
1981 წელს ექსპლუატაციაში შევიდა იმ დროისთვის ტექნიკის უმაღლესი მიღწევა: მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი Shuttle. მისი გამოყენებით დაიწყო ახალი ერა კოსმოსის კვლევაში, რადგან ეს ხომალდი მრავალჯერადი გამოყენების იყო, კონსტრუქტორებს აღარ უხდებოდათ ყოველი ახალი მისსისთვის ახალი ხომალდის აგება. თუმცა 1986 წელს, ხომალდ Challenger–ის აფრენიდან რამდენიმე წუთში, მოხდა აფეთქება, რომელმაც ტრაგიკულად იმსხვერპლა ხომალდის ეკიპაჟი, მათ შორის New Hampshire–ის სკოლის მასწავლებელი Christa McAuliffe, რომელსაც ორბიტიდან უნდა ჩაეტარებინა ღია გაკვეთილი. აღნიშნული გახდა მიზეზი შატლის პროექტის 2 წლით დახურვისა. უნდა აღინიშნოს, რომ Challenger არ იყო პირველი აფეთქებული NASA–ს ხომალდი. 19 წლით ადრე, 1967 წელს, სასტარტო ტესტის დროს აფეთქდა ხომალდი Apollo 1, რომელმაც სამწუხაროდ სამი კოსმონავტის სიცოცხლე შეიწირა.
4. დიდი კოსმოსური ობსერვატორია: The Hubble Space Telescope
1990 წლის აპრილი… ყველამ იცით რა არის Hubble არა?
სამყაროზე თუ რამე წარმოდგენა გვაქვს და თუ ცოტა კოსმოსის სიღრმეებში შეგვიჭყეტია, ამ საქმეშიHubble–ს უდიდესი დამსახურება მიუძღვის! მაგრამ რაც არ უნდა კურიოზულდ ჟღერდეს, თავის დროზე Hubble ითვლებოდა დიდ წარუმატებლობად და წყალში გადაყრილ ფულად. ეს კი იმიტომ, რომ როცა Hubble ორბიტაზე გაიყვანეს, მას მთავარი სარკე დაუზიანდა, რაც კატასტროფულად ამახინჯებდა მიღებულ გამოსახულებას, მაგრამ ნასამ გააგზავნა ასტრონავტების ჯგუფი, რომლებმაც ღია კოსმოსში შეარემონტეს Hubbleდა აგერ უკვე 18 წელია რაც ეს კოსმოსური ობსერვატორია კაცობრიობის სამსახურში დაუღალავად დგას (რა მაღალფარდოვანი სიტყვები გამომივიდა
)


3. Columbia–ს ტრაგედია
ეს ტრაგედია 2003 წლის 1 თებერვალს მოხდა. დაიღუპა ეკიპაჟის შვიდივე წევრი. ტრაგედიის მიზეზი გახდა შატლის აფრენისას მიღებული დაზიანება, რომელიც ფატალური აღმოჩნდა ხომალდის დაშვებისას ატმოსფეროს მკვრივ ფენებში ფრენის დროს. ძლიერმა ტემპერატურამ შეაღწია დაზიანებული ფრთის მონაკვეთიდან, რამაც გამოიწვია აფეთქება. აღნიშნული ტრაგედიის შემდეგ, კი NASA–მ შეიმუშავა უშუალოდ ფრენის დროს, შატლის შესაკეთებელი მეთოდები და იარაღები. საერთოდ კი მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, 2010 წლისთვის დარჩენილი 3 შატლის ექსპლუატაციიდან მოხსნაზე.
2. ქალაქი კოსმოსში: საერთაშორისო კოსმოსური სადგური (The International Space Station)
The International Space Station, შემოკლებით ISS – $100 მილიარდის (!) ღირებულების საერტაშორისო პროექტი. პროექტის მონაწილეებია არიან NASA,რუსეთი, კანადა, იაპონია და ევროპის ქვეყნები. სადგურის მშენებლობა დაიწყო 1998 წელს. მისი დამთავრება ნავარაუდებია 2010 წლისთვის და სავარაუდოდ ის 6 ადგილიანი იქნება (ამჟამად 3 ადგილიანია), ისე კი არ დაგავიწყდეთ, ამ საქმეშიც რუსებმა დაასწრეს აშშ–ს, გაგიგიათ ალბათ რუსული საერთაშორისო კოსმოსური სადგური Мир-ი.
და ბოლოს…
კაცობრიობის უდიდესი და უგრანდიოზულესი (
) პროექტი და მისია, დამსახურებული პირველადგილოსანი:


1. Apollo 11: ადამიანი მთვარეზე!
მართალია თითქმის 40 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ამ მოვლენას არ დაუკარგავს თავისი ისტორიული მნიშვნელობა და არც მომავალში არ დაკარგავს. 1969 წლის 20 ივლისი… ასტრონავტები Neil Armstrong და Buzz Aldrin გახდნენ ამ უდიდესი მისიის შემსრულებლები. მესამე ასტრონავტი Michael Collins დარჩა მთვარის ორბიტაზე, რათა იქიდან კოორდინაცია გაეწია მეგობრებისთვის. Neil Armstrong: "”That’s one small step for (a) man, one giant leap for mankind”… ვერაფერს იტყვი, მართლაც რომ ასეა 

NASA მთვარეზე კოსმონავტების გაგზავნას გეგმავს 2020 წლისთვის, მანამდე კი დასრულდება საერთაშორისო კოსმოსური სადგური და წარმოებაში შევა ახალი ტიპის რაკეტები Ares I და Ares V, Orion–ეკიპაჟის კაფსულა და Altair lander–ი.
ესეც ასე! 
