
მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათინურად: Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.
პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო "ლუნა 2" (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო "ლუნა 3"-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან აპოლო 11 (აშშ. 1969)
მთვარის ეს სურათები უკვე მე გადავიღე "google earth"-ში :)