

შეგახსენებთ, 15 ივლისს აშშ-ს კონგრესმა დაამტკიცა პრეზიდენტ ბარაკ ობამას გეგმა უახლოესი 3 წლის NASA-ს დაფინანსებასთან დაკავშირებით. ეს გეგმა მოიცავს პილოტირებული სამეცნიერო ჰომალდ "ორიონის" შექმნის დაფინანსებას. "ორიონი" კი ადამიანს გაიყვანს მთვარეზე, მარსსა და ასტეროიდებზე.
თუმცა, როგორც კრასნოვი ამბობს, აისტეროიდზე გაფრენის განხორციელება შესაძლებელია არა უადრეს 2023-2025 წლისა. მისი თქმით, ასტეროიდზე გაფრენისთვის განკუთვნილი ჰომალდის პროექტი რუსეთში მომზადდება 2018-2020 წლისთვის.
"როს კოსმოსის" წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებობს სხვა ინიციატივაც: საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გაეშვას პატარა ავტომატური სადგური კოსმოსში და შემდეგ დაბრუნდეს. ამ ფრენის შედეგები იქნება ზედმიწევნით გამოკვლეული და მის საფუძველზე მიიღება ერთობლივი გადაწყვეტილება მომდევნო ნაბიჯების შესახებ, განაცხადა კრასნოვმა.