8.10.11

მეცნიერებს ატმოსფეროს ზედა ფენის უჩვეულო შემცირებამ თავსატეხი გაუჩინა







ნასას განცხადებით, დედამიწის ატმოსფეროს ზედა შრე ბოლო დროს ისე შეიკუმშა, რომ მეცნიერები ახსნას ვერ პოულობენ.


თერმოსფერო, რომელიც ბლოკავს მავნე ულტრაიისფერ სხივებს, გამუდმებით იკუმშება და ფართოვდება მზის აქტიურობის შესბამისად. ნახშირბადის დიოქსიდის ზრდას გამაგრილებელი ეფექტი აქვს ასეთ სიმაღლეზე, რაც ასევე შკუმშვის გამომწვევი მიზეზია. თუმცა ეს ორი ფაქტორიც კი ვერ ხსნის იმ მოულოდნელ შეკუმშვას , რომელმაც შესაძლოა თანამგზავრების გადაადგილებაზე იქონიოს გავლენა.

მკვლევართა თქმით უკანასკნელი 43 წლის განმავლობაში ეს თერმოსფეროს ყველაზე დიდი შეკუმშვაა. ისინი ვერ ხსნიან მის უჩვეულოდ დაბალ სიმჭიდროვეს, რომელიც 30 % – ით უფრო დაბალია წინა შეკუმშვებთან შედარებით.

თერმოსფერო ატმოსფეროს შრეა, ის დედამიწის ზედაპირიდან 90 – 600 კმ რომელიც დედამიწის ზედაპირიდან 90 – 600 კილომეტრზეა გადაჭიმული, ის წარმოადგენს ატმოსფეროს დასასრულს და 
კოსმოსის დასაწყისს – ადგილს, სადაც კოსმოსური ხომალდები და საერთაშორისო კოსმოსური სადგურია განთავსებული.

თერმოსფერო მზის ძლიერ ზემოქმედებას განიცდის. როცა მზის აქტივობა მაღალია, ულტრაიისფერი სხივების სითბო აფართოვებს მას, ხოლო როცა აქტივობა დაბალია, პირიქით ხდება.

2007–2009 წლებში მზეზე უპრეცენდენტოდ დაბალი აქტივობა იყო, მზის ლაქები და ამოფრქვევები ძალიან მწირი იყო. მაგრამ თერმოსფეროს დაშლის პროცესი უფრო დიდი იყო, ვიდრე მზის აქტივობა ხსნიდა.

მეცნიერთა აზრით, ნახშირბადის დიოქსიდის მზარდმა რაოდენობამ თავისი როლი შეასრულა ანომალიის გამოწვევაში.

თუმცა საეჭვოა, რომ ანომალიამ პირდაპირი გავლენა იქონიოს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ის არ იმოქმედებს ამინდზე. მაგრამ თერმოსფეროს შემცირებამ შეიძლება თანამგზავრების მუშაობის შეფერხება გამოიწვიოს. თერმოსფეროს არანორმალურმა ცვლილებებმა შესაძლოა ატმოსფეროს სხვა ფენებზეც მოახდინოს გავლენა, რაც თავის მხრივ უმნიშვნელო დარღვევებს გამოიწვევს სატელიტურ კომუნიკაციაში.

მეცნიერები არ გამორიცხავენ სხვა, ჯერ კიდევ დაუდგენელი და აუხსნელი მიზეზების არსებობას, რომელთაც შეეძლოთ უცნაური მოვლენის გამოწვევა. ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სხვა ნივთიერებები, რომლების ატმოსფეროში თერმოსფეროსთან ახლოს არსებობენ და მოქმედებენ მასზე.

მკვლევარები კვლავაც აგრძელებენ ატმოსფეროს ზედა შრეებზე დაკვირვებას და განაგრძნობენ ფენომენის ახსნას და მისი გამომწვევი მიზეზების კვლევას.