სტივენ ჰოკინგი 1942 წლის 8 იანვარს დაიბადა. იგი ბრიტანელი ფიზიკოსია, რომლის კარიერა 40 წელს ითვლის. მისი უამრავი წიგნი გამოსვლისთანავე ბესტსელერად იქცა. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროა კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია, განსაკუთრებით კი ე.წ. “შავი ხვრელები”. სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შემდეგი ჯილდოები და წოდებები: 1975 – ედინგტონის მედალი 1976 – სამეფო საზოგადოების მედალი 1979 – ალბერტ აინშტაინის მედალი 1982 – ბრიტანეთის სამეფო ორდენი 1985 – ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი 1986 – რომის პაპის სამეცნიერო აკადემიის წევრი 1988 – “Wolf Foundation”-ის პრიზი ფიზიკაში 1989 – ასტურიის პრინცის ჯილდო კონკორდში 1989 – ღირსების ორდენი 1999 – აშშ-ს ფიზიკის საზოგადოების იულიუს ედგარ ლილინფილდის სახელობის პრიზი 2003 – Case Western Reserve University-ის ჯილდო 2006 – სამეფო საზოგადოების ჯილდო 2008 – სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ჯილდო 2009 – აშშ-ს პრეზიდენტის თავისუფლების მედალი (აშშ-ს უმაღლესი ჯილდო)
უცხოპლანეტელების შესახებ:
სტივენ ჰოკინგი გვაფრთხილებს, მოვერიდოთ უცხოპლანეტელებთან კონტაქტს. როგორც სატელევიზიო არხ „დისკავერის“ გადაცემაში თქვა ჰოკინგმა, დიდია იმის ალბათობა, რომ უცხოპლანეტელები მართლაც არსებობენ. ამავე დროს პროფესორ ჰოკინგის აზრით, სავარაუდოა, რომ უცხოპლანეტელებმა ჯერ რესურსებისთვის მოაკითხონ დედამიწას, შემდეგ კი მის დაპყრობას შეუდგნენ.
უცხოპლანეტელებთან კონტაქტის აქტიური მცდელობების ნაცვლად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მათთან კონტაქტში არ შევიდეთ, გვაფრთხილებს ჰოკინგი.
დედამიწაზე უცხოპლანეტელთა შესაძლო სტუმრობას ჰოკინგი ადარებს ქრისტეფორე კოლუმბის ჩასვლას ამერიკაში, რაც, როგორც ცნობილია, ამერიკის აბორიგენი მოსახლეობისთვის არც ისე კარგად დასრულდა.
წარსულში კოსმოსში რამდენჯერმე გაიგზავნა მთელი რიგი ნიშნები - ადამიანის გამოსახულება და დედამიწის ადგილსამყოფელის აღმნიშვნელი დიაგრამები. გაიგზავნა რადიოსიგნალებიც იმის იმედით, რომ ისინი ოდესმე მიაღწევდა უცხო ცივილიზაციებს.
მაგარამ ჰოკინგის თანახმად, უცხოპლანეტელებთან საურთიერთოდ ყველაზე ადეკვატური საშუალება არის რიცხვები.
ტელეპროგრამაში დასმულ საკითხთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური იყო ის, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდნენ ეს არსებები. ჰოკინგის აზრით, უფრო საფიქრებელია, რომ ჩვენი პლანეტის გარეთ სიცოცხლე უმეტეს შემთხვევაში მიკრობების ფორმითაა გავრცელებული.
ჰოკინგი ერთადერთი არ არის, ვინც უცხო ცივილიზაციათა არსებობის შესახებ ვარაუდებს გამოთქვამს. უკანასკნელ ხანებში გაკეთებული აღმოჩენები ცხადყოფს, რომ ცოცხალ არსებებს თვით დედამიწაზეც ისეთ გარემოში არსებობის უნარი შესწევთ, რომელიც მანამდე სიცოცხლისთვის გამოუსადეგად მიიჩნეოდა. ეს კიდევ უფრო ზრდის იმის ალბათობას, რომ სხვაგანაც, მაგალითად, მარსზე ან იუპიტერზე შეიძლება არსებობდეს სიცოცხლე.
ციტატა: თუ დროში მოგზაურობა შესაძლებელია, მაშინ რატომ არ ჩანან დროში მოგზაურები?
წყარო: