21.10.11

გალაქტიკების დაბადებას შავი ხვრელები უწყობენ ხელს და არა პირიქით




კოსმოსურ სიბრტყეში მუდმივი საკამათო საკითხის გადატანით, რომელი იყო პირველი ქათამი თუ კვერცხი, მეცნიერები ცდილობენ გაარკვიონ, რა იყო პირველადი: შავი ხვრელი, რომლის გარშემოც შემდგომში ჩამოყალიბდა გალაქტიკა, თუ გალაქტიკა, რომლის შიგნითაც მოგვიანებით მოხდა შავი ხვრელის ფორმირება.



უკანასკნელი მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ შავი ხვრელები პირველადი რგოლია, ხოლო გალაქტიკები მოგვიანებით ჩამოყალიბდნენ. მეცნიერები იტყობინებიან, რომ აქამდე ირმის ნახტომში განლაგებული ჩვენთვის უახლოესი გალაქტიკების კვლევისას, დადგენილი იყო მკვეთრი კავშირი გალაქტიკის ცენტრში შავი ხვრელის მასასა და თავად გალაქტიკის აგებულებას შორის. მსგავსი კავშირი ნაპოვნია შავ ხვრელთან არსებულ გალაქტიკის უახლოეს შრეებსა და ვარსკვლავებში, რომლებიც იქ  იმყოფებიან. იმის მიუხედავად, რომ გალაქტიკების ცენტრში ხვრელის წონა ასობით მილიარდჯერ აღემატება საშუალო ვარსკვლავების მასას, გალაქტიკის მასის სტრუქტურაში ხვრელები ძალიან უმნიშვნელო ნაწილს იკავებენ – არაუმეტეს 0,001%. სწორედ ამ შეფარდების საფუძველზე მეცნიერებმა დაადგინეს შავი ხვრელის გალაქტიკაზე ორმხრივი დამოკიდებულება და პირიქით. თუმცა, აქამდე ვერ დადგინდა, ვითარდებოდნენ თუ არა ეს ორი ობიექტი ერთად, თუ ერთ-ერთი მათგანი მეორის წარმოქმნის მიზეზი იყო.

ან საკითხის გარკვევაში მეცნიერებს პირველი გალაქტიკების შესახებ მონაცემები დაეხმარა, რომელთა ჩამოყალიბებაც დიდი აფეთქების შემდგომ მალევე მოხდა. მეცნიერებმა გაზომეს შავი ხვრელებისა და გალაქტიკების მასა, რომლებიც სამყაროს დაბადების შემდგომ პირველი მილიარდი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდნენ. ამ მონაცემებმა უჩვენეს, რომ შავი ხვრელისა და ახალგაზრდა გალაქტიკის მასათა შეფარდება ყოველთვის არ არის მუდმივი, განსაკუთრებით თვალსაჩინოა ეს ადრეული სამყაროს მაგალითზე. კვლევების შემდგომ ეტაპზე სპეციალისტები აპირებენ დაადგინონ იმის მექანიზმი, თუ კონკრეტულად როგორ “იფარებიან” შავი ხვრელები გალაქტიკებით და რა ზეგავლენას ახდენენ მათ ზრდაზე.