21.10.11

17პ/ჰოლმსი

17პ/ჰოლმსი (ინგლ. 17P/Holmes) მზის სისტემაში პეროდული კომეტაა, რომელიც მოყვარულმა ბრიტანელმა ასტრონომმა ედვინ ჰოლმსმა 1892 წლის 6 ნოემბერს აღმოაჩინა.
2007 წლის ოქტომბრის დასასრულისთვის კომეტა შესამჩნევად აკაშკაშდა, და სულ რამდენიმე საათში მაგნიტუდით 17-დან 2.8-მდე გაიზარდა.


აღმოჩენა 


კომეტა ედვინ ჰოლმსმა 1892 წლის 6 ნოემბერს აღმოაჩინა, როდესაც რეგულარულ დაკვირვებებს ატარებდა ანდრომედას გალაქტიკაზე (M31). პირველი აღმოჩენის დროსაც, 1892 წელს, კომეტამ 2007 წლის მსგავსად სიკაშკაშის ზრდა განიცადა 4-5 მაგნიტუდამდე. თუმცა, ის რამდენიმე კვირაში ჩაქვრა.