ქალაქ გიფჰორნის მცხოვრებმა ორშაბათს ღამით პოლიციის განყოფილებაში დარეკა და განაცხადა, რომ მას უცხოპლანეტელები ესტუმრნენ, რომლებიც მას რუსულ ენაზე ესაუბრებოდნენ, იუწყება რია ნოვოსტი.
40 წლის მამაკაცმა პოლიციაში 03.30 დარეკა და თქვა, რომ მის ბინაში ექვსი უცხოპლანეტელი არსება დაფრინავს, რომელთა სიმაღლეც 15 სანტიმეტრია და მას რუსულად ესაუბრებიან. პოლიციის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა არ დააკონკრეტა თავად ”დაზარალებული” თუ საუბრობს რუსულად.
შემთხვევის ადგილზე მისულ ორგანოს თანამშრომლებს მამაკაცმა უთხრა, რომ უცხოპლანეტელებმა კარიდან გაფრენა მოასწრეს და ალბათ ყვავილის ქოთანში იმალებიანო.