ჩინეთის პროვინცია ცზიანსის სოფელ ხუანგუში ქვანახშირის ახალი შახტის გათხრისას, მუშებმა უცნაური ფორმისა და ზომის ქვას მიაგნეს. შუაგულში ამობურცული ქვის დისკი ძალიან ჰგავს მფრინავ თეფშს. იგი დიამეტრით 3 მეტრია და 400 კგ-ს იწონის.
გათხრებისას სულ ათ ქვის მფრინავ თეფშს მიაგნეს. სხვათა შორის, ასეთივე ქვები 1938 წელსაც აღმოაჩინეს: არქეოლოგთა ჯგუფმა ტიბეტის მახლობლად, 716 სამარხი იპოვა. ადამიანის მსგავსი არსებების გვამების სიმაღლე 115 სმ იყო და თითოეულ მუმიას ფეხებთან ქვის დისკი ედო. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ეს მუმიები ქვებთან ერთად გაქრა. მეცნიერებმა ვერც თეფშებსა და იმ დასკვნას მიაგნეს, სადაც აღმოჩენის ადგილი იყო მითითებული. ამიტომაც, ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე, მითად მიიჩნევდნენ, ახლა კი კვლევები გაგრძელდა.
ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ უცხოპლანეტელები ჩინეთში სწორედ ქვის მფრინავი თეფშებით მოფრინდნენ, ზოგიერთის აზრით კი დისკის ფორმის ქვებს ადამიანები საბრძოლველად იყენებდნენ. ბოლოს და ბოლოს, ძველმა ბერძნებმაც ხომ იცოდნენ ქვის დამუშავება და სწორედ მათ შეამჩნიეს, რომ ქვის სასროლი იარაღი დისკის ფორმის ქვას უფრო შორს ისროდა, ვიდრე სფეროს ფორმისას.
ჟურნალი ”გზა”