19.10.11

სიცოცხლე სხვა პლანეტაზე



ადამიანს აინტერესებს, არის თუ არა სიცოცხლე დედამიწის გარდა სხვაგანაც უკიდეგანო სამყაროში. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მუშაობენ გასაიდუმლოებული კვლევითი ცენტრები, რომლებიც ამოუცნობ მოვლენებს სწავლობენ.
დრო და დრო ვრცელდება ხმები, ზოგჯერ მეცნიერულად დასაბუთებულიც, უცხო ცივილიზაციებთან კონტაქტების დამყარების თაობაზე... ეს ინფორმაციები ეწინააღმდეგება ბიბლიურ წარმოდგენებს სამყაროს შესახებ. რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას უცხოპლანეტელთა არსებობს თეორიის მიმართ, ამის შესახებ წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზი, მამა გიორგი (სხირტლაძე) გვესაუბრება. მერყეობს.საერთოდ მარსზე ცივა, ანუ ეს პლანეტა ცხოვრებისთვის არც თუ ისე “მყუდროა”. მაგრამ კაცობრიობას ძალუძს “გაათბოს” მარსი და მეტიც მისი ატმოსფერო სუნთქვისთვის მისაღები გახადოს. ამერიკელი ასტრონავტი, ინჟინერი და სპეციალისტი ბირთვულ ტექნოლოგიებში რობერტ ზუბრინი, რომელმაც მარსის საზოგადოება დააარსა, მარსის “ათვისების” იდეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროპაგანდისტია. იგი ამტკიცებს, რომ “წითელი პლანეტის” ტერაფორმირება დაახლოებით 500-1000 წელში შესაძლებელია, ანუ ბევრად უფრო ჩქარა, ვიდრე უწინ მეცნიერთა წრეში ითვლებოდა. რ. ზუბრინმა წარმოადგინა მარსის რეფორმაციის საკუთარი გეგმა. იგი პირველი ეტაპისთვის უპირატესობას ანიჭებს სასათბურე პირობებს და მის ხარჯზე მარსის ატმოსფეროს შეცვლას. თუმცა ამის გარდა მის პროექტში არის რამოდენიმე ნიუანსი, რომელიც კიდევ უფრო ზრდის ამ პროექტის მნიშვნელობასა და საკაცობრიო ღირებულებას.