
თანავარსკვლავედები, ვარსკვლავური ცის უბნები. მათი კონტურები განსაკუთრებით ბრწყინვალე ვარსვლავების მიხედვით დგინდება. ცის დაყოფა თანავარსკვლავედებად უძველესი დროიდან მომდინარეობს. ძირითადი თანავარსკვლავედები გამოყვეს და სახელები შეარქვეს მითოლოგიური (ჰერკულესი, პერსევსი, ანდრომედე და სხვა) ან საყოფაცხოვრებო (სასწორი, მშვილდოსანი და სხვა) სფეროდან.
დროთა განმავლობაში ზოგიერთი თანავარსკვლავედების საზღვრები ზუსტდებოდა ან არსებულ თანავარსკვლავედებს ყოფდნენ რამდენიმე თანავარსკვლავედებად. საერთაშორისო ასტრონომიის კავშირის 1922 წლის გადაწყვეტილებით ვარსკვლავიერი ცა დაყოფილია 58 თანავარსკვლავედად.თანავარსკვლავედებად ცის დაყოფას სამეცნიერო მნიშვნელობა არა აქვს, ე. ი. ეს დაყოფა გარეგნული ნიშნებით ხდება და მას შემთხვევითი ხასიათი აქვს; იგი მხოლოდ ორიენტირების გასაადვილებლად არის საჭირო