7.10.11

ამო–ს რეაქციები, როდესაც მის დაჭერას ცდილობენ



ერთ–ერთი ძირითადი თვისება, რაც ამო–ებს ახასიათებთ, ესაა მათი რეაქცია,მათი გამოჭერის მცდელობებზე, ჩამოგდებასა თუ გზის გადაჭრაზე. გზის გადასაჭრელად გაგზავნილ გამანადგურებლების მიახლოვებისას ამო–ები სხვადასხვანაირად მოქმედებენ. ზოგ შემთხვევაში, გამანადგურებლების მიახლოვებისას, ისინი უბრალოდ ქრებოდნენ, მაგალითად 1952 წელს ესეთი შემთხვევები ზედიზედ რამდენჯერმე მოხდა ვაშინგტონის თავზე.







1967 წლის მარტში NORAD–ის (ჩრდილო ამერიკის ავია–კოსმოსური თავდაცვის სამმართველო) დოკუმენტებში დაფიქსირებულ შემთხვევაში, მინიტმენის სარაკეტო ბაზის (ჩრდ. დაკოტა) თავზე, დაახლოვებით 150 მეტრის სიმაღლეზე, "ჩამოეკიდა” ამოუცნობი დისკოსებრი ობიექტი, რომელმაც გამშვები შახტების თავზე დაიწყო ტრიალი. მისი დაჯდომის შემთხვევაში, წინააღმდეგობის გასაწევად გაიგზავნა სამი სატვირთო მანქანა ჯარისკაცებით. ამავდროულად აფრინდნენ ავიაგამანადგურებლები F-106, მაგრამ მათი მიახლოვებისთანავე ობიექტი მქვეთრად აიჭრა ზევით და გაქრა.
1990 წლის 8 ოქტომბერს, გროზნოს რაიონში, 4500 მეტრის სიმაღლეზე, რადარებმა დააფიქსირეს ამოუცნობი ობიექტი. ავიაგამანადგურებლის პილოტს, რომელიც დავალებიდან ბრუნდებოდა, მაიორ რიაბიშევს, საკომანდო პუნქტიდან გადასცეს ობიექტის კოორდინატები და დაუსახეს ობიექტის ამოცნობის მიზანი. თუმცა, რიაბიშევმა, როდესაც იმ რაიონს მიაღწია, ვერაფერი აღმოაჩინა, მიუხედავად იმისა, რომ ღრუბლიანობა არ შეიმჩნევოდა.
პილოტმა, საკომანდო პუნქტს მოახსენა ამის შესახებ და უკან გამოფრინდა. მალე მან შეამჩნია ორი სიგარისებრი უზარმაზარი ობიექტი, რომლებიც "გვერდლად” გადაადგილდებოდნენ ძალიან მაღალი სიჩქარით. ერთი ობიექტის სიგრძე, დაახლოვებით 400 მეტრს ხოლო მეორესი კითითქმის 2 კმ–ს (!) აღწევდა.
რიაბიშევმა შემოატრიალა თავისი თვითმფრინავი და ობიექტებთან დაახლოვება დაიწყო, მაგრამ ისინი მომენტალურად გაქრნენ მხედველობის არიდან, თუმცა, მათი კვალი ისევ რჩებოდა რადიოლოკაციური სადგურის (რლს) ეკრანზე.
სხვა შემთხვევებში, ამო–ები, "ეთამაშებოდნენ” და გამანადგურებლებისგან მაღალ სიჩქარეზე გარბოდნენ.
1948 წლის პქტომბერში ამერიკულმა გამნადგურებელმა 6–ჯერ სცადა მიახლოვებოდა უცხო მოგრძო ობიექტს, რომელიც იაპონიის თავზე დაფრინავდა, მაგრამ ობიექტი ყოველ ჯერზე თვითმფრინავს 10 000 კმ/სთ–ზე მაღალი სიჩქარით გაურბოდა, ამის შემდეგ, ის ისევ ამცირებდა თავის ფრენის სიჩქარეს.
1954 წლის ივლისში, თვითმფრინავ "სტრატოკრიზერს” (BOEING 377),რომელიც ნიუ იორკიდან ლონდონშ მიფრინავდა, გუსბეის რაიონში მიუახლოვდაუზარმაზარი სიგარისებრი ობიექტი და მისი პარალელური კურსით იფრინა თვითმფრინავიდან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით. ამ სიგარის გარშემო მანევრირებდა ექვსი მომცრო დისკოსებრი ობიექტი.
ამ ამოსათვის გზის გადასაჭრელად გაიგზავნა ოთხი გამანადგურებელი F-86, მაგრამ მათი მიახლოვებისთანავე მომცრო ობიექტები შეფრინდენ "სიგარაში”, რომელიც 3000 კმ/სთ სიჩქარით მაღლა აიჭრა და გაქრა. ეს მოვლენა 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა და მისი დანახვა შესძლეს არამარტობოინგის ეკიპაჟმა და მგზავრებმა, არამედ კანადური სამხედრო ხომალდის ეკიპაჟმაც, რომელიც იმ მომენტში მოცემულ რაიონში იმყოფებოდა.
1976 წლის ნოემბერში, 4 ფრანგული "მირაჟი” გაიგზავნე ამო–ს მიმართულებით, რომელიც მარსელის თავზე გამოჩნდა, ერთ–ერთი გამანადგურებლის პილოტმა,შეტყობინება გადასცა, რომ ხედავს მყარ მრგვალ ობიექტს 3 კმ სიმაღლეზე, რომელიც აირის ღრუბლითაა გარშემორტყმული. მაგრამ როდესაც მირაჟი მიუახლოვდა ამოს, მან სიჩქარე 3600 კმ/სთ–მდე გაზარდა და მიიმალა.
1978 წლის მაისში, ჩილეს 2 გამანადგურებელ F-5–ს ურძანეს გზა გადაეჭრათ ობიექტისთვის, რომელიც მოძრაობდა 10 000 მ სიმაღლეზე თითქმის 4000 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ, როდესაც ავიაგამანადგურებლები მიუახლოვდენნ ამ ობიექტს, მან მკვეთრად შეცვალა ფრენის მიმართულება და უკვე 30 წამში მათგან 30 მილის მოშორებით იმყოფებოდა, ანუ განავითარა სიჩქარე რომელიც აჭარბებდა 6000 კმ/სთ–ს.
ამო–ს გამანადგურებლებისგან გაქცევის შემთხვევა მაღალ სიჩქარეებზე დაფიქსირდა ასევე 1951 წელს ნიუ–დელის თავზე (ინდოეთი), 1953 წ. ჩრდილოეთ დაკოტაში (აშშ), 1964 წ. პუერტო–რიკო და 1979 წ. ისევ ჩილეში.
ვალენსიაში 1979 წელს ვალენსიაში სამგზავრო თვითმფრინავის იძულებითი დაჯდომის შემთხვევაში, ჰაერში ჩამოკიდული ამო–ების მიმართულებით გაიგზავნა 4 ესპანური "ფანტომი”. მაგრამ, როდესაც თვითმფრინავები ვალენსიას მიუახლოვდნენ, ამო ავიდა მათთვის მიუწვდომელ სიმაღლეზე და იქ რჩებოდა თვითმფრინავების წასვლამდე, რის შემდეგაც ისევ დაბალ სიმაღლეზე დაეშვა და იქ რჩებოდა 4 საათის განმავლობაში. ეს ობიექტი ვიდეო ლენტაზეც დააფიქსირეს და რლს–ებზეც ჩანდა.
1980 წელს, პერუში მოხმდარ შემთხვევაში, მარიანო–მელგარის ავიაბაზასთან ჩამოკიდებული ამო არ რეაგირებდა პერუს გამანადგურებლის ცეცხლზე და მხოლოდ მაშინ დაიწყო სწრაფად მოშორება იმ ადგილიდან, როდესაც გამანადგურებელმა მეორე შეტევისთვის დაიწყო შემოსვლა.
იყო შემთხვევები, როდესაც ამო–ები გამანადგურებლებისგან ძალიან დაბალ სიჩქარეებზე გარბოდნენ.ერთ–ერთი ასეთი შემთხვევის შესახებ, კრესპონდენტებს განუცხადა ბელგიის სამხედრო–საჰაერო ძალების ოპერატიული განყოფილების უფროსმა, პოლკოვნიკმა დე ბრაუერმა. 1990 წლის 30 მარტს, ბელგიის 2–მა სახმელეთო რადიოლოკატორმა ერთსა და იმავე ადგილას დააფიქსირა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, მისთვის გზის გადასაჭრელად გაიგზავნა ორი F-16.
თავიდან, ობიექტი მიფრინავდა 3000 მ. სიმაღლეზე 280 კმ/სთ სიჩქარით, მაგრამ მას შემდეგ რაც ის თვითმფრინავების რადიოლოკატორებმა "დაიჭირეს”, ამო თავიდან მკვეთრად დაესვა 1700 მ–მდე, და შემდეგკიდევ უფრო დაბლა. 200 მ–ზე დაბალ სიმაღლეზე ის ყველა რადარისთვის უჩინარი გახდა. შემდეგ ობიექტი ისევ ავიდა გარკვეულ სიმაღლეზე და მას შემდეგ რაც ის ისევ "დაიჭირეს” რადიოლოკატორებმა, ის ისევ მკვეთრად დაეშვა და გაქრა რლს ეკრანებიდან. და ასე განმეორდა სამჯერ, რის შემდეგაც შეიქმნა წარმოდგენა, რომ ობიექტი ცდილობდა გაქცეოდა გამანადგურებლებს
ამოს, რომელმაც არაერთხელ შეცვალა ფრენის მიმართულება და ორი გამანადგურებლის მანევრებიგრძელდებოდა დაახლოვებით 75 წუთის განმავლობაშუ. ისინი დაინახეს თვითმხილველებმა მიწიდანაც (მათ შორის 20მა ჟანდარმმა), რომლებიც ხედავდნენ როგორც ობიექტს, ისე გამანადგურებლებს.
პოლკოვნიკმა ბრაუერმა უარყო მოსაზრება იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ზონდი, ან ამერიკული უჩინარი თვითმფრინავი F-117A "სტელსი”, ხოლო თავდაცვის მინისტრმა გი კოემმატელევიზიის მეშვეობით განაცხადა რომ სამხედრო–საჰაერო ძალებს (სსძ) ნება დართო გადასცეს ბელგიელ საზოგადოებას მთელი ის ინფორმაცია,რასაც მთავრობა ფლობს ამო–ებთან დაკავშირებით.
მაგრამ ცნობილია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ამო–ები თვითონ იწყებდნენ ვიაგამანადგურებლების დევნას და თვითონ უწყობდნენ საჰაერო ბრძოლის მაგვარ სცენებს.
"ლურჯი წიგნის” მატერიალებში აღწერილია შემთხვევა, რომელიც მოხდა 6–7 ნოემბრის ღამეს 1950 წელს. ერთი ამერიკული გამანადგურებლის პილოტმა დაინახა რაღაც მოძრავი ობიექტი და შეეცადა რომ უკნიდან მიახლოვებოდა. მაგრამ, ეს ობიექტი, ყოველგვარი მანევრის შესრულების გარეშე, უეცრად გამოექნა თვითმფრინავისკენ მაღალი სიჩქარით და თავზე 30–60 მ–ის სიმაღლეზე გადაუფრინა. ამის შემდეგ პილოტმა მკვეთრად მოუხვია, რათა ისევ დაენახა ობიექტი და მოჰქცეოდა მას უკან, მაგრამ ამო–მ მას ისევ გადაუფრინა თავზე მაღალი სიჩქარით. ესე განმეორდა 5–6ჯერ. პილოტი შეეცადა როგორმე მიჰყოლოდა ობიექტს და დაიწყო სიმაღლის აკერეფა 60 გრადუსიანი კუთხით, ობიექტი კი მის გარშემო წრეებს ხაზავდა თვითმფრინავზე 2ჯერ მაღალი სიჩქარით. დროგამოშვებით მისი სწრაფაღმასვლა 1000 მ/წმ–ს აღწევდა. ბოლო–ბოლო პილოტი იძულებული გახდა უარი ეთქვა დევნაზე.
აშშ სსძ–ში ძლიერი მღელვარება გამოიწვია 1952 წლის დეკემბერში, ლაპედროს რაიონში მომხდარმა შემთხვევამ. გამანადგურებელ F-51–ის პილოტმა ლეიტენანტი ფოგლი ფრენის დროს მიუახლოვდა უცნობ დისკოსებრ ობიექტს, რომელმაც მაშინვე დაიწყო წრეების შემოხაზვა თვითმფრინავის გარშემო. რიგი თავბრუდამხვევი მანევრის შემდეგ ფოგლი მაინც შეეცადა რომ გაჰკიდებოდა მას, მაშინ დისკი უზარმაზარი სიჩქარით გამოექანა თვითმფრინავისკენ და მხოლოდ ბოლო მომენტში მკვეთრად გადაუხვია გვერდზე და თვითმფრინავის ფრთას გაედო. როდესაც შეშინებულმა პილოტმა შეამჩნია რომ დისკი მანევრის გამეორებას აპირებდა, თვითმფრინავი "შტოპორით” ქვევით მიმართა და დასვა. ძლიერი შოკის მდგომარეობაში ფოგლი ჰოსპიტალში მოათავსეს.
მესამე შემთხვევაში, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1956 წლის აგვისტოში ინგლისური ავიაბაზების "ლეკენჰიტი” და "ბენტვოტერსი” მიდამოებში, ვიზუალურად აღმოჩენილ იქნა შფეროსებრი ამო, რომელიც მანევრირებდა 600–800 მ სიმაღლეზე 3200–6400 კმ/სთ–ით. ის დაფიქსირეს რადიოლოკატორებმაც.
ამოს გზის გადასაჭრელად გაიგზავნა გამანადგურებელი "ვენომი”, რომლის პილოტმაც გადმოსცა, რომ ხედავდა ობიექტს და უკვე მიუახლოვდა 1 კმ დისტანციაზე, მაგრამ ამომ უეცრად შეასრულა ელვისებრი მანევრი, აღმოჩნდა თვითმფრინავის უკან და დაიწყო მისი დევნა, მისგან 60–180 მ. დაშორებით. პოლიტოს არც ერთი მცდელობა, გაჰქცეოდა ამო–ს არ აღმოჩნდა წარმატებული, იმიტომ რომ ობიექტი სინქრონულად იმეორებდა თვითმფრინავის ყველა მანევრს. ეს ყველაფერი 10 წუთს გაგრძელდა. ამის შემდეგ თვითმფრინავს საწვავი გამოელია და შეშინებულმა პილოტმა დაშვება დაიწყო. ეს ყველაფერი რლს ეკრანებზე ფიქსირდებოდა.
"ლურჯ წიგნში” და კონდონის კომისიის დასკვნაში (მე–9 თავი) ეს შემთხვევა აუხსნელად რჩევა.
უფრო ახალ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 1980 წლის ივნისში ჩილეში, სადაც 4 ავიაგამანადგურებელი გაიგზავნა სამკუთხა ამოსათვის გზის გადასაჭრელად, რომელიც რადიოლოკატორებმა 4500 მ სიმაღლეზე აღმოაჩინეს. თვითმფრინავების მიახლოვებისას, ამ ობიექტმა მაღალი სიჩქარით დაიწყო ვერტიკალური მაღლასვლა, შემდეგ კი პირდაპირ თვითმფრინავებისკენ გამოემართათან ისე, რომ ისინი იძულებულნი გახდნენ პიკირება განეხორციელებინათ, რათა არ შეჯახებოდნენ ობიექტს. ამის შემდეგ ამო–მ ისევ დაიწყო მაღლასვლა, მიაღწია სიმაღლეს 18 000 მ. და გაქრა.
მსგავს შემთხვევებს ადგილი ჰქონდათ 1948 წ. ავიაბაზა ფარგოს რაიონში (ჩრდ. დაკოტა), 1952 წ. ავიაბაზა ხენდა (იაპონია), 1953 წ. რეპიდ–სითის რეგიონი (ჩრდ. დაკოტა), 1955 წ. ცინცინატი (ოჰაიო).
იყო შემთხვევები, როდესაც ამო–ები თავიანთი გამოსხივებით თიშავდნენ მათთვის გზის გადასაჭრელად გაგზავნილი თვითმფრინავების ძრავებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი იძულებით დაჯდომებს ახორციელებდნენ.
1944 წლის ივლისში ამო გამჩნდა აშშ სამხედრო–საზღვაო ძალების 38–ე ოპერატიული შენაერთის მოქმედების რაიონში. მისთვის გზის გადასაჭრელად გაიგზავნა 2 გამანადგურებელი ავიამზიდ "ტიკონდეგორიდან”. ამო–ზე შეტევის მცდელობის დროს ორივე თვითმფრინავს ძრავები გამოუვიდათ მწყობრიდან და მათ იძულებითი დაჯდომა შეასრულეს წყალზე. პილოტები საესკადრო ნაღმოსან "აარონ ბარდ”–მა აიყვანა ბორტზე.
ორი საინტერესო, თითქმის ერთნაირი შეხვედრა ამოსთან ჰქონდა პილოტ–გამოცდელ აპრაქსინს, რომელიც ახალ თვითმფრინავებს სცდიდა.
პირველად ეს მოხდა 1948 წლის 16ივნისს, როდესაც აპრაკსინმა ფრენის დროს 10 500 მ სიმაღლეზე შენიშნა რაღაც უცნაური კიტრის ფორმის ობიექტი. ობიექტიდან გამოდიოდა რაღაც სხივები ფრენის მიმართულების საწინააღმდეგოდ. ბაზასთან დაკავშირების შემდეგ, მან მიიღო ბრძანება დაახლოვებოდა ობიექტს და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაშვებულიყო და ცეცხლი გაეხსნა ობიექტისთვის. პილოტმა მიმართა თავისი თვითმფრინავი ამოსკენ, მან მოასწრო ობიექტთან მიახლოვება, მაგრამ მას თვალი მოსჭრა მკვეთრმა გამოსხივებამ, რომელიც მომართული იყო მასზე ობიექტიდან. თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. პოლიტმა ძლივს მოახერხა მისი პლანირების რეჟიმში გადაყვანა და დასმა. ამ ფაქტის გამძიების მსვლელობისას აპრაკსინს აჩვენეს აქტი სხვა პილოტთან ანალოგურ შემთხვევაზე.
მეორე ისტორია აპრაკსონს 1949 წლის 6 მაისს შეემთხვა ვოლსკის რაიონში. 15 კმ სიმაღლეზე ყოფნისას, მან ისევ შენიშნა მისი მიმართულებით მოძრავი სიგარისებრი ობიექტი და მასთან დაახლოვება დაიწყო. როდესაც მათ შორის მანძილი 10–12 კმ გახდა, ობიექტიდან ისევ გამოვიდა მკცეთრი სხივი, რომელიც პირდაპირ თვითმფრინავზე იყო მომართული. ამ სხივის ზემოქმედებისგან, თვითმფრინავს გაეთიშა ყველა ელექტრომოწყობილობა და დაიკარგა კავშირი აეროდრომთან. ამასთან ერთად დაზიანდა ორგ. მინა და დაირღვა კაბინის ჰერმეტულობა. დიდი წვალების შემდეგ მან დასვა თვითმფრინავი ვოლგის რიყეზე, სარატოვიდან 40 კმ მოშორებით და გონება დაკარგა. ამის შემდეგ 2,5 თვე მკურნალობა უწევდა ჰოსპიტალში.
ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში ძრავის გაჩერებამ თვითმფრინავის ავარია გამოიწვია.
1954 წლის ივლისში გრიფიტსის ავიაბაზიდან (შტატი ნიუ–იორკი) აფრინდა F-94 ამო–სათვის გზის გადასაჭრელად. ორ წუთში პილოტი იტყობინება, რომ ხედავს უძრავ ბრჭყვიალა დისკოსებრ ობიექტს და მისკენ მიემართა. უეცრად თვითმფრინავის ძრავი ჩაქრა, მაჩვენებლები ისრებმა შეწყვიტეს რაიმეს ჩვენება, თვითმფრინავმა კი ჩამოვარდნა დაიწყო :(

წყარო: უცნაური ბლოგი