21.10.11

შეიცანი პლანეტები




მზის სისტემის პლანეტა, დედამიწის ჯგუფის მზიდან რიგით მეოთხე. ასტრონომიული ნიშანია . ეს ნიშანი გამოსახავს მარსის შუბსა და ფარს, ხოლო ბიოლოგიაში იყენებენ როგორც მამრობითი სქესის ნიშანს. პლანეტას ნიშანს ეწოდა რომაელთა ომის მითოლოგიური ღმერთის - მარსის სახელი, იმიტომ რომ იგი ,,ალისფერი“, ,,სისხლიანი“ მნათობია(შეფერილობას იწვევს რკინის ოქსიდების ჰიდრატები)
.

დედამიწიდან მარსამდე მანძილი უმოკლესია დიდი პირისპირდგომის დროს (56მლნ.კმ.). ეს ხდება 15-17 წელიწადში ერთხელ. ბოლო დიდი პირისპირდგომა იყო 2003 წლის 29 აგვისტოს, მომდვნო იქნება ჩვენი გამოთვლით იქნება 2018 წლის 27 ივლისს. ამ დროს ჩვენს ცაზე ის ჩანს ძლიერი მნათი სფროს სახით. მზის სისტემაში მისი ვარსკვლავირი სიდიდეა 2,7. ე.ი. იგი მესამეა ნათების მიხედვით მზისა და ვენარას შემდეგ.

მარსის წლის დროთა ცვალებადობა ძალიან გავს დედამიწის წლის დროთა ცვალებადობას. (ოღონდ სეზონები თითქმის ორჯერ უფრო ხანგრძლივია). მარსის ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია ნარინჯისფერ-მოწითალო ნათელი არეებით (,,მატერიკები“), მეორე ნაწილი უჭირავს ბნელ არეებს-,,ზღვებს“. შემჩნეულია გრძელი, სწორი, ვიწრო, და ბნელი ზოლები-,,არხები“. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ნათელი, თეთრი ლაქები-,,პოლარული ქუდები“, რომლებიც ჩნდება მარსის პოლარულ არეებში იქაურ შემოდგომისას და ქრება ზაფხულის დასაწყისში. პოლარული ქუდების და ბნელი ლაქების შესწავლამ საბჭოთა მეცნიერი ტიხოკი მიიყვანა ახალი მეცნიერების-ასტრობოტანიკის შექმნამდე. ზოგჯერ მარსის დისკოს მნიშვნელოვანი ნაწილი იფარება დროებითი წარმონაქმნით: ღრუბლებით. ღრუბელი შეიძლება იყოს ყვითელი-შედგება მტვრისაგან ან თეთრი-შედგება ყინულის წვრილი კრისტალებისაგან.

მარსის ზედაპირი დაფარულია კრატერებით. (უმრავლესობა ვულკანური წარმოშობისაა) 12000 კმ გადაღებული (,,მარინერ-4“) სურათებიდან ჩანს, რომ ზოგიერთი ,,არხი“ დაკავშირებულია ზედაპირის რეალურ სტრუქტურასთან (მთაგრეხილი, ნაპრალი და სხვ). ფოტოებზე ჩანს ამომშრალი მდინარეების და შენაკადების დალაკნილი კალაპოტების მსგავსი წარმონაქმნები. პლანეტოლოგები ვარაუდობნ, რომ ისინი მარსის ზდაპირზე რამდენიმე მლნ. წლის წინათ არსებული თხევადი წყლის ან მოძრავი მყინვარების შედეგია.

პლანეტას ჰყავს 2 თანამგზავრი - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის სხეულები. ვარაუდობენ, რომ ისინი სესაზლოა იყოს მარსის გრავიტაციასი მოძრავი ასტეროიდები.

სიცოცხლის არსებობის დამადასტურებელი რაიმე საბუთი ჯერ-ჯერობით არ არის აღმოჩენილი.

მარსის პანორამულ სურათებზე ჩანს პლანეტის ზედაპირი, მოფენილი სხვადასხვა ზომის ქვებით, მათი მრგვალი კუთხეები მიუთითებს მათ გეოლოგიურად ახალგაზრდა ასაკზე. 1972 წ. აღმოაჩინეს 5კმ მეტი სიღრმის კანიონი-კლოპრატი მისი სიგრძეა-600კმ, სიგანე-120კმ; ასევე 1700კმ სიგრძის ქვაბული ელადა, მისი სიღრმეა-5,5კმ.

მარსზე მდებარეობს მეცნიერთათვის ცნობილი ყველაზე დიდი ვულკანი-ოლიმპოს მთა. ის ინგლისზე განიერია და ევერესტზე სამჯერ მაღალია. ვულკანი ჩამქრალია.
პლანტის წითელ ფერს განაპირობბს რკინის ოქსიდების ჰიდრატები. ქანების შემცველობის ანალიზი ძლიერ მიახლოებითია.

მარსის ატმოსფერო შედგენილობით ძლიერ განსხვავდება დედამიწის ატმოსფეროსაგან.წყალი უმთავრესად უნდა შედიოდეს გაყინული სახით გრუნტისა და პოლარული ქუდების შემადგენლობაში.