20.10.11
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი - ღია კოსმოსურ სივრცეში 1999 წლის 23 ივლისს გაშვებული ისტორიაში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი. ორბიტალურ სადგურზე, მიუხედავად ადგილობრივი რთული პირობებისა და არასაშტატო ვითარებისა, კოსმოსური ობიექტის ოფსეტური რეფლექტორის გამოცდა წარმატებით წარიმართა. იგი მთლიანად გაიშალა, მიაღწია საექსპლოატაციო პარამეტრებს და სრულად დააკმაყოფილა პროგრამით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. 28 ივლისს, პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ჩამოსცილდა კოსმოსურ სადგურს და გადავიდა დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორი ოყო - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი.
ექსპერიმენტის რეფლექტორის წარამტებით დასრულების შემდეგ, ნაკეთობა გამოეყო კოსმოსურ სადგურ „მირ“-ს და დაიწყო თავისუფალი ფრენა თანამგზავრის ორბიტაზე.
რეფლექტორის სატრანსპორტო პაკეტის გატანას ღია კოსმოსში, რეფლექტორის გაშლას, ექსპერიმენტის ჩატარებას და რეფლექტორის დამოუკიდებელ თანამგზავრულ ორბიტაზე გადაყვანის პროცესს ორბიტალურ სადგურზე ემსახურებოდა კოსმონავტების ინტერნაციონალური ჯგუფი - ვიქტორ აფანასიევი (რუსეთი), სერგეი ავდეევი (რუსეთი), ბრიგადის გენერალი ჟან-პიერ ენერე (საფრანგეთი).