18.10.11

კოიპერის სარტყელი

კოიპერის სარტყელი, ასევე ცნობილი როგორც ედჯვორტ-კოიპერის სარტყელი არის მზის სისტემის რეგიონი ნეპტუნის ორბიტის (30 ა. ე. მზიდან) გარეთ, რომელიც მზიდან დაშორებულია დაახლოებით 50 ასტრონომიული ერთეულით. ის არის ასტეროიდთა სარტყელის მსგავსი, თუმცა 20-ჯერ უფრო განიერი და 20—200-ჯერ უფრო მასიური. როგორც ასტეროიდთა სარტყელი, ისიც ძირითადად შედგება მცირე სხეულებისგან და მინიმუმ ერთი ჯუჯა პლანეტისგან — პლუტონი.