8.10.11

ნიკოლოზ კოპერნიკი





   

   ნიკოლოზ კოპერნიკი  -  დაიბადა 1473 წლის 19 თებერვალს, გარდაიცვალა 1543 წლის 24 მაისს... განუზომლად დიდია მისი ღვაწლი სამყაროს შესწავლის საქმეში. 

მაშინდელი ეკლესია ამტკიცებდა, რომ სამყაროს ცენტრი დედამიწაა და მის გარშემოა განლაგებული მზე და ვარსკვლავებიო.
    კოპერნიკმა, ხანგძლივი კვლევა-ძიების შედეგად დაამტკიცა, რომ ჩვენი ხილული სამყაროსა და პლანეტების ცენტრი მზეა. დედამიწაც, როგორც საერთო პლანეტა, ბრუნავს მზის გარშემო. ამ აღმოჩენით საფუძველი ჩაეყარა ჰელიოცენტრისტულ სისტემას (ბერძნულად:  
‘ήλιος „ჰელიოს" ნიშნავს მზეს, ლათინურად centrum „ცენტრუმ" — ცენტრს).

კოპერნიკი ვერ მოესწრო თავისი წიგნის გამოცემას, ხოლო როცა მისი ნაშრომი დაიბეჭდა, კათოლიკურმა ეკლესიამ, ის აკრძალულ
წიგნთა სიაში შეიტანა.