21.10.11

ასტეროიდთა სარტყელი

ასტეროიდთა სარტყელი — რეგიონი მზის სისტემაში, რომელიც პლანეტების - მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მდებარეობს და რომელშიც ადამიანებისთვის ცნობილი მცირე პლანეტების ორბიტების 98,5%-ია ნაპოვნი.
ასტეროიდები, ანუ მცირე პლანეტები, მცირე ზომის ციური სხეულებია, რომლებიც ქვის, ყინული და სხვადასხვა ლითონებისგან შედგება და მზეს უვლის გარს. ამ რეგიონს მთავარ სარტყელს უწოდებენ სხვა მცირე პლანეტების კონცენტრაციისგან გასასხვავებლად, რომელთაც ასევე შეიძლება ეწოდოს ასტეროიდთა სარტყელი.