ჯორდანო ფილიპო ბრუნო (დ. 1548, ნოლა, ნეაპოლის მახლობლად — გ. 17 თებერვალი, 1600, რომი) - იტალიელი ასტრონომი, ასტროლოგი, ფილოსოფოსი და პოეტი, დომინიკელთა ორდენის წევრი, პანთეიზმის წარმომადგენელი.1592 წელს კათოლიკური ეკლესიის მსახურებმა ბრალად დასდეს ერეტიკოსობა და თავისუფალი აზროვნება. 8 წლის განმავლობაში ჯორდანო ბრუნო ციხეში იმყოფებოდა, ხოლო 1600 წლის 17 თებერვალს იგი კოცონზე დაწვეს.ბრუნომ თავისი ფილოსოფიური შეხედულებები ჩამოაყალიბა შრომებში: „მიზეზის, საწყისისა და ერთიანის შესახებ“, 1584 წელი; „მონადის, რიცხვისა და ფიგურის შესახებ“, 1591 წელი; „განუზომლისა და ურიცხვის შესახებ“, 1591 წელი; ბრუნოს აზრით სამყარო უსასრულოა, იგი ერთგვაროვანი (ერთი და იმავე ელემენტებისაგან - ჰაერის, ცეცხლის, მიწის, წყლისა და ეთერისაგან შემდგარი) და ერთი საწყისიდან - მონადიდან წარმომდგარი სისტემაა, რომელსაც აქვს ახალ-ახალი ფორმების წარმოქმნის უნარი
ჯორდანო ბრუნოს ლექსი:
იტალიურიდან თარგმნა - თამაზ ჩხენკელი
საკუთარი სულის მიმართ
შენ, მთაო, ფესვი მიწის გულში გაქვს ჩატანილი,
გარნა მწვერვალნი ცათა ბჭემდე შეგიწვდენია.
გონო, შენ საგანთ უზეშთაეს სამანს შემოსწერ,
ზესკნელში ზევსს და ქვესკნელში სულთ ზიარებული.
ნუ მოიძარცვავ მაშ უფლებას, იქ ნუ დაებმი,
სადაც პირქუში აქერონი წყალს მოაქანებს;
ზეშთა ბუნებას შესწვდი – ეჰეი –უფსკრულებიდან,
რამეთუ ღმერთთან მიახლება ცეცხლად აღგაგზნებს.