ემბლემა |
ეკიპაჟი:
- ნილ არმსტრონგი (მეთაური)
- ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი)
- მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი)
დუბლიორები:
- ჯეიმს ლოველი (მეთაური)
- ბილ ანდერსი (საკომანდო მოდულის პილოტი)
- ფრედ ჰეიზი (მთვარის მოდულის პილოტი)
გაშვება და მთვარეზე დაჯდომა
იმის გარდა, რომ ამ გაშვებას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს უშუალოდ ფლორიდაში არსებულ კოსმოდრომის მიდამოებში , 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ ღირსშესანიშნავ მოველნას ტელევიზიით, ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი ყოველივე ამას თვალს ადევნებდა თეთრი სახლიდან.
აპოლო 11 გაუშვეს რაკეტა-მატარებლით სატურნ V კენედის სახელობის კოსმოდრომიდან, 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული გამოეყო სატურნ V მესამე საფეხურს და შეუერთდა მთვარის მოდულს. ეს შეერთებული ხომალდი გაფრინდა მთვარისკენ.
აპოლო 11 მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა, რომ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად აირჩიეს ”სიწყნარის ზღვასთან” (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი საბინე, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო , როგორც ეს დაადგინეს უპილოტო ხომალდებმა რეინჯერ-8 და სერვეიორ-5.
ფოტოგალერეა: